Belive

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, ნაპოლის კიმის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხაზე მეტი შესთავაზოს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მცველმა, კიმ მინ-ჯემ, კარიერა, შესაძლოა, ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც გუნდებს 2023 წლის პირველი ივლისიდან 15 ივლისამდე შეუძლიათ. თუმცა, ,,იუნაიტედი'' მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კიმი ,,ნაპოლიში'' 2022 წელს ,,ფენერბახჩედან'' 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის მცველის ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები