Belive

იტალიური მედია: "სპალეტიმ არაბეთზე უარი თქვა და მალე დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი მალე საქმეს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი ენცო ბუკიონი რადიო Kiss Kiss Naples-თან საუბრისას ავრცელებს.

 

"ის, რომ ლუჩიანო სპალეტის დასვენება სურდა, ეს დე ლაურენტისმა თქვა და არა თავად ტოსკანელმა მწვრთნელმა.​ ზუსტად ვიცი, რომ მწვრთნელს არ მოსწონს ეს ტერმინი და სურს ყოველთვის აქტიური იყოს სამუშაოდ. ეს არის სპალეტის მენტალიტეტის ნაწილი და ის მუდმივად ათასი საქმიანობითაა დაკავებული.

სინამდვილეში, მე მას გაჩერებულს ნამდვილად ვერ ვხედავ. მეტსაც გეტყვით: მალე ვიხილავთ ჩვეულ ამპლუაში. ზუსტად რომელი იყო, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მას ერთ-ერთი არაბული კლუბი დაუკავშირდა, თავად კი მოლაპარაკების გარეშე, პირდაპირ უარი განაცხადა, რადგან ის მალე დიდი ფეხბურთში დაბრუნდება". - ენცო ბუკიონი

ლუჩიანო სპალეტიმ ნეაპოლურ კლუბში 2 სეზონი გაატარა და 33-წლიანი პაუზის დასრულება და სკუდეტოს მესამედ მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "ლურჯების" შემადგენლობაში სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით შედგა. 

სად გააგრძელებს ლუჩიანო სპალეტი კარიერას?

სერია A
საუდის არაბეთის ჩემპიონატი

სხვა სტატიები