Belive

მანჩესტერ იუნაიტედი გუნდიდან 13 ფეხბურთელს უშვებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 13 ფეხბურთელს დაემშვიდობება.

ამის მიზეზი კი უაზროდ დიდი სახელფასო ბიუჯეტი და ფეხბურთელების არასათამაშო დროა.

ფეხბურთელების სია, რომლებიც სეზონის ბოლოს "წითელ ეშმაკებს" დატოვებენ:

  • დინ ჰენდერსონი
  • ერიკ ბაილი
  • ჰარი მაგუაიერი
  • ალექს ტელეში
  • ბრენდონ უილიამსი
  • სკოტ მაკტომინეი
  • ენტონი ელანგა
  • ენტონი მარსიალი
  • ფილ ჯონსი
  • აქსელ ტუანზებე
  • ეთან გალბრეიტი
  • ონდრეი მესტნი
  • ჩარლი ველენსი

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მანჩესტერულ გუნდს კი 3 ტურია აქვს სათამაშო. ამ ეტაპისთვის ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილი გუნდი, 66 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები