ვალვერდეს და ალონსოს შორის დაძაბულობაა: მანჩესტერ იუნაიტედი ტრანსფერისთვის ემზადება
მანჩესტერ იუნაიტედი ყურადღებით აკვირდება მადრიდის რეალის ნახევარმცველს ფედერიკო ვალვერდეს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალი დონის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
The Mirror-ის ცნობით, იუნაიტედი მზადაა 26 წლის ურუგვაელის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებს ვალვერდესა და "თეთრების" ამჟამინდელ მწვრთნელ ხაბი ალონსოს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ამძაფრებს. ვიცე-კაპიტნის სტატუსისა და გუნდში მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, ურუგვაელი, სავარაუდოდ გასულ პერიოდში ალონსოს გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა.
თავად ფეხბურთელმა საჯაროდ უარყო უჩვეულო პოზიციებზე თამაშზე უარის თქმა და ხაზი გაუსვა გუნდისადმი ერთგულებას.
გასული წლების განმავლობაში მადრიდის რეალიდან მანჩესტერ იუნაიტედში არაერთი ვარსკვლავი გადაბარგდა: ანხელ დი მარია, რაფაელ ვარანი და კაზემირო.