მამარდაშვილს ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა, კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ლივერპული სტუმრად 2:0 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 72-ე წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 7,2 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დემბელესა და საფონოვს ჰქონდათ)
Flashscore - 7,3 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დემბელესა და საფონოვს ჰქონდათ)
Whoscored - 7,3 (უფრო მაღალი შეფასება ვიტინიას, პაჩოს, დემბელესა და საფონოვს ჰქონდათ)
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 63-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში), 15-დან 6 დუელი მოიგო და 37-დან 27 ზუსტი გადაცემა გააკეთა (73%).
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 3 დარტყმა მოიგერია, მისი შეფასება ასეთი იყო:
Sofascore - 5,7 (ყველაზე დაბალი)
Flashscore - 5,8 (ყველაზე დაბალი)
Whoscored - 5,8 (ყველაზე დაბალი)
პარიზულმა გუნდმა 2 შეხვედრის ჯამში 4:0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბაიერნს ან რეალს დაუპირისპირდება.