Belive

მამარდაშვილის ტრანსფერით პრემიერ ლიგის 3 გრანდი ინტერესდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით, ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიული კლუბები ინტერესდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ესპანური გამოცემა fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, მამარდაშვილის საკუთარ რიგებში ხილვით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "ნიუკასლია" დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ fichajes-ი არაა ერთადერთი ესპანური მედია საშუალება, რომელიც მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებიდან გამომდინარე, ესპანურ მედიაში სულ უფრო აქტიურად სპეკულირებენ ქართველი მეკარის მომავალზე. ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესზე GOL digital-იც საუბრობდა.

23 წლის ქართველმა კიპერმა "ღამურების" მაისურით უკვე 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად დამკვიდრდა. მამარდაშვილმა "ვალენსია" მარცხისგან არაერთ მატჩში იხსნა.

სხვა სტატიები