გიორგი მამარდაშვილი 'მესტალიამ' გააცილა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ვალენსიამ ბილბაოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ვალენსიელებმა სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულეს და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა ევროტურნირებზე ასპარეზობას ვეღარ მოახერხებენ.
გიორგი მამარდაშვილისთვის ეს ბოლო მატჩი იყო მესტალიაზე - ვალენსიას მაისურით. გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების მეკარეს გულთბილად დაემშვიდობნენ.
რომ არა ვალენსია, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ. ჩვენ ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ.
ფეხბურთელებმა წარმატებები მისურვეს. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი მიზანი შევასრულეთ, ბევრი თამაში წავაგეთ, თუმცა ლა ლიგაში მაინც დავრჩით. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ვალენსია ევროტურნირებზეც ითამაშებს - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა
მამარდამ ვალენსიაში 4 სეზონი გაატარა და 100 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა. ის ლივერპულმა წინა ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიძინა, ერთი სეზონით ვალენსიაში დატოვა, ახლა კი მერსისაიდელებს შეუერთდება.
Mamardashvili, uno de los nuestros para siempre ❤️🦇
— Valencia CF (@valenciacf) May 18, 2025
pic.twitter.com/v6F0C15eku