Belive

მამაგეიშვილის გოლი და კიტეიშვილის გაფუჭებული პენალტი - ქართველების შეფასება ლასკთან

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში, გრაცის შტურმმა ლასკს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიზი მამაგეიშვილმა და ქართველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა (პირველი ავსტრიის თასზე). 34-ე წუთზე ანგარიში სწორედ გიზიმ გახსნა და ეს მისთვის პირველი გოლი იყო ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი დიაკიტემ 59-ზე გაიტანა.

ტრავმიდან ახალდაბრუნებული ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და მან მამაგეიშვილი შეცვალა. ოთარს გოლის პენალტიდან გატანა შეეძლო, თუმცა ქართველმა თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება ვერ შეძლო (96-ე წუთზე). აღსანიშნავია, რომ თასის მატჩში, ვოიცბერგთან, გოლი კიტეიშვილმაც გაიტანა (იქ მოედანზე 13 წუთი გაატარა).

გიზიმ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა (7.5-დან 7.8-დე / sofascore-სა და flashscore-ის მიხედვით), ხოლო კიტეიშვილმა საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო.

6 ტურის შემდეგ, შტურმს 11 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ცხრილის სათავეში კი 15 ქულით სწორედ ლასკია.

სხვა სტატიები