Belive

"მამა ბრძოლა განაგრძე" - მარიო ლემინამ გოლი საავადმყოფოში მყოფ მამას მიუძღვნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მამა ბრძოლა განაგრძე" - "ვულვზის" ფეხბურთელმა მარიო ლემინამ "ჩელსის" კარში გატანილი გოლი საავადმყოფოში მყოფ მამას მიუძღვნა.

მატჩის შემდეგ გაბონელ ფეხბურთელს თავისი აღნიშვნის შესახებ ჰკითხეს, ლემინამ ცრემლიანი თვალებით თქვა, რომ მამამისი საავადმყოფოშია ორი თვის განმავლობაში და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მარიო ლემინამ თავით გატანილი გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მეორე გოლი მეტ დოჰერტმა 93 წუთზე გაიტანა, "ჩელსიმ" ნკუნკუს ზუსტი დარტყმით ანგარიშის სხვაობის შემცირება დამატებულ მე-6 წუთზე მოახერხა.

"ვულვზმა" "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები