Belive

მაიკ ტაისონი: "თუ კანელო მესის შეეხება, მომიწევს რინგზე დავბრუნდე..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინა - მექსიკის მატჩის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, მექსიკელი მოკრივე – კანელო ალვარესი, სოციალურ ქსელში ლეო მესის დაუპირისპირდა.

მექსიკელი მოკრივის გაბრაზების მიზეზი, მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ჩანს, რომ გამარჯვებული არგენტინელები ზეიმობენ, რა დროსაც ლეო მესიმ მექსიკის დროშაზე (მოკრივის მტკიცებით ეს არის მექსიკის დროშა და არა სხვა ნებისმიერი საგანი) ფეხი შემთხვევით დააბიჯა.

მექსიკელმა მოკრივემ ლეო მესის სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“ღმერთს ვთხოვ, რომ არსად არ შემხვდე, თორემ მოგკლავ”

კანელო ალვარესის ამ პოსტს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე - მაიკ ტაისონი გამოეხმაურა და ლეო მესი დაიცვა.

"ვიღაც კანელო დაემუქრა მესის?! თუ ის გაბედავს და მესის შეეხება, მაშინ ამდენი წლის შემდეგ, მომიწევს რინგზე ისევ გავიდე".

317370397_1299965843878100_2091688257821811246_n

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მოკრივე - მაიკ ტაისონი, ლეო მესისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია.

სხვა სტატიები