Belive

მერვედ კარიერაში - ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' მფლობელი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.

მესის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი იყვნენ.

Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლეო მესი

  2. ერლინგ ჰოლანდი

  3. კილიან მბაპე

  4. კევინ დე ბრუინე

  5. როდრი

  6. ვინისიუსი

  7. ხულიან ალვარესი

  8. ვიქტორ ოსიმენი

  9. ბერნარდუ სილვა

  10. ლუკა მოდრიჩი

ლეომ 2022 წლის დეკემბერში ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

,,ოქროს ბურთის'' ბოლო გამარჯვებული ქარიმ ბენზემა იყო, რომელმაც შარშანდელ გამოკითხვაში 549 ხმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა.

  • სოკრატესის სახელობის ჯილდო ვინისიუს ჟუნიორს გადაეცა.

  • საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ერლინგ ჰოლანდმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო გუნდი - მანჩესტერ სიტი.

  • წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - ბარსელონა.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.

სხვა სტატიები