მაჰრეზმა შეხვედრა შეაფასა | ფეხბურთის მოყვარულებმა ალჟირელი გარემარბი სალაჰს შეადარეს
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე უკეთ მოვლენების წარმართვა ძნელად წარმოსადგენიც გახლდათ." "ვერ ვიტყვი, რომ პირელი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა გოლის გატანა მოვახერხეთ, რომლის წყალობითაც თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდით." "რაც შეეხება მეორე ტაიმს, მეორე გოლის შემდეგ ჩვენ უკვე ფაქტობრივად ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. მას შემდეგ, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა საკუთარი თავის ხელში აყვანა ვეღარ მოახერხეს, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, თანაც პარიზელები მოედანზე 10 კაცით იყვნენ დარჩენილი." "ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში დიდი პატივია და ვალდებულნი ვართ ვიყოთ მაქსიმალურად ორგანიზებულები, ვფიქრობ ფინალში თამაში დავიმსახურეთ", - აცხადებს რიად მაჰრეზი.ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი-რეალის" წყვილის გამარჯვებული იასპარეზებენ.