Belive

მაგუაიერი: ,,ტუხელმა FaceTime-თ შემატყობინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ მივდიოდი''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარი ლინეკერის პოდკასტში - Rest is Football World Cup ჰარი მაგუაიერმა მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენაზე ისაუბრა:

„ტუხელმა ყველას FaceTime-ით დაურეკა. საკმაოდ უხერხული ზარი იყო.

მივიღე ტექსტური შეტყობინება, სადაც მკითხა, შემეძლო თუ არა დაახლოებით 4 საათზე დალაპარაკება. ეს ამბის სათქმელად საკმაოდ უცნაური მეთოდია და მწვრთნელისთვის, ალბათ, რთულიც უნდა იყოს, რადგან მას ყველას რეაქციის დანახვა შეუძლია.

პირდაპირ ვუთხარი, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. მიმაჩნდა, რომ საკმარისად ვიშრომე შემადგენლობაში მოსახვედრად და ვფიქრობდი, რომ გუნდს მოედანზეც და მის მიღმაც დავეხმარებოდი.

მან მითხრა, რომ კონკრეტულ მიზეზს ვერ მეტყოდა, თუმცა არჩევანი იმ ოთხ ბიჭზე შეაჩერა, რომლებმაც შემოდგომის პერიოდი გადაატანინეს.

ამაზე შეგუება რთული იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ შემადგენლობაში ვიქნებოდი, რადგან მისი ხელმძღვანელობით მარტის შეკრებაზე პირველად გამომიძახეს. ორივე მატჩში ძალიან კარგად ვითამაშე, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედში დავბრუნდი და სეზონიც საკმაოდ კარგად დავასრულე.“ - ჰარი მაგუაიერი

მაგუაიერის მუნდიალზე არწაყვანა ტუხელის ერთ-ერთი ყველაზე სადავო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რასაც თავად მცველის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა - მან აღნიშნა, რომ „შოკირებული და განადგურებული“ იყო.

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფში ხორვატიასთან, განასთან და პანამასთან ერთად მოხვდა. ტუხელის გუნდი ტურნირნის პირველ შეხვედრას ოთხშაბათს ღამით (00:00) ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

Image

სხვა სტატიები