Belive

"მადლობა საკმარისი არაა" - ლეაო და მილანის ვარსკვლავები მალდინის დაემშიდობნენ

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულებისთანავე “მილანმა” მოულოდნელი და შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო.

“როსონერის” ხელმძღვანელებმა გუნდიდან სპორტული დირექტორი – პაოლო მალდინი გაათავისუფლეს. ლეგენდასთან ერთად, “მილანი” გუნდის ვიცე დირექტორს რიკი მასარასაც დაატოვებინეს.

ხელმძღვანელების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაფაელ ლეაო და “როსონერის” ვარსკვლავები შოკში ჩააგდო და აღაშფოთა. მოგვიანებით, "როსონერის" ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში მალდინის მხარდასაჭერი და სამადლობელი პოსტები განათავსეს.

"მადლობა საკმარისი არაა. სამაგალითო ადამიანი, უდიდესი გულითა და წარმოუდგენელი მონდომებით. შენთან ერთად რამდენიმე მომენტის გაზიარება, უდიდესი სიამოვნება და სიამაყეა. მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ", - რაფაელ ლეაო.

View this post on Instagram

A post shared by Rafael Leão (@iamrafaeleao93)





სხვა სტატიები