Belive

მალდინის გათავისუფლებამ მილანის ვარსკვლავები აღაშფოთა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულებისთანავე "მილანმა" მოულოდნელი და შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. "როსონერის" ხელმძღვანელებმა გუნდიდან სპორტული დირექტორი - პაოლო მალდინი გაათავისუფლეს. ლეგენდასთან ერთად, “მილანი” გუნდის ვიცე დირექტორს რიკი მასარასაც დაატოვებინეს.

ხელმძღვანელების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაფაელ ლეაო და "როსონერის" ვარსკვლავები შოკში ჩააგდო და აღაშფოთა. აღნიშნულ ინფორმაციას La Repubblica და Milannews.it ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაკუთრებით უკმაყოფილო რაფაელ ლეაოა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალდინის პირისპირ იჯდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწერდა ხელს.

მოგვიანებით "როსონერის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ორაზროვანი სტატუსი განათავსა.

შეგახსენებთ, იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მალდინის თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. "როსონერის" მესვეურებსა და ლეგენდას შორის საკმაოდ ინტენსიური და რთული შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც მალდინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები