Belive

"მადლობა აიაქსს" - როგორ გამოეხმაურნენ გულშემატკივრები მიქაუტაძის თამაშს?

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე "ლანსს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრა სწორედ მისი დუბლით დაქამბექდა. სოციალურ ქსელებში მიქაუტაძის თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სიმართლე რომ ვთქვათ, მეცის თამაში ნაგავია, მაგრამ გიორგის წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ.

სამწუხაროა, რომ ჩვენს გუნდში გოლების გატანა მხოლოდ მას შეუძლია, მაგრამ ამითაც ბედნიერი უნდა ვიყოთ.

როგორი წარმოუდგენელია, რომ სეზონის დასაწყისში ვერცერთმა ფრანგულმა კლუბმა ვერ შეძლო მისი დამატება.

არასაკმარისი ტექნიკური ოსტატობა... არასაკმარისი ბურთის ფლობა... არაფერია გარკვეული, ბოლომდე მოგვიწევს ბრძოლა, გიორგის წყალობით მოვიგეთ.

ვერ ვიტან მწვრთნელს და განსაკუთრებით პრეზიდენტს, სეზონის დასაწყისიდან რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი, აუცილებლად დავრჩებოდით ლიგა 1-ში, მადლობა "აიაქსს".

მთელი სეზონი მიქაუტაძესთან ერთად რომ გაგვეტარებინა, 10 ქულით მეტი მაინც გვექნებოდა - მახინჯი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ვართ ამ დღეში.

გიორგი "ლიონში" გადავა
- წერენ მეცის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

მიქაუტაძე მატჩის გმირი გახდა და whoscored-გან (8.4) შეფასება დაიმსახურა, sofascore-მა კი ქართველს (8.5) ქულა დაუწერა, რაც ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეზე მაღალი რეიტინგი იყო.

გიორგისთვის დღევანდელ შეხვედრაში შესრულებული დუბლი ზედიზედ მეორეა, წინა მატჩში მისმა ორმა გოლმა მეცი წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველს ლიგა 1-ში უკვე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები