Belive

ლუტონი 3:4 არსენალი | უხვგოლიანი მატჩი პრემიერ ლიგაში (მიმოხილვა)

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "არსენალი" ლუტონს ესტუმრა და ლონდონელებმა 3:4 გაიმარჯვეს.

უხვგოლიანი შეხვედრის პირველი გოლი "მეთოფეების" მხრიდან გავიდა, რომელიც მე-20 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ გაიტანა. ლუტონმა ანგარიში 25-ე წუთზე გაბრიელ ოშოს გოლით გაათანაბრა. "არსენალმა" ტაიმის მოგება გაბრიელ ჟესუსის გოლით 45-ე წუთზე მაინც მოახერხა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს 49 წუთზე ელაია ადებაიომ გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე როზ ბარკლიმ ლუტონი წინ გაიყვანა. მალევე მე-60 წუთზე კაი ჰავერცმა ანგარიში 3:3 გახადა და მატჩის საბოლოო ანგარიში დეკლან რაისმა 97-ე წუთზე დააფიქსირა.

სხვა სტატიები