Belive

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია B-ში დაქვეითდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 36-ე ტურის შეხვედრა ,,ლეჩესა'' და ,,სპეციას'' შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ლუკა ლოჩოშვილის ,,კრემონეზეს'' სერია A-დან გავარდნა სწორედ ამ მატჩის შედეგმა განაპირობა.

კრემონელები 24 ქულით სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზე არიან და ,,სპეციას'', რომელიც მე-17 ადგილზეა, უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დავიდე ბალარდინის გუნდს ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი აღარ აქვს.

,,კრემონეზემ'' გუშინ ,,ბოლონიას'' უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. მატჩში ქართველმა მცველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

სულ ლუკას ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 გოლი და 2 ასისტია.

სხვა სტატიები