"ლოჩოშვილი უკეთესია და ამიტომ თამაშობს" - მიროსლავ კლოზე
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მძიმე სტარტის შემდეგ, ნიურნბერგი თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და ზედიზედ 3 თამაშია დაუმარცხებლად თამაშობს.
მას შემდეგ, რაც მიროსლავ კლოზემ სათამაშო ფორმაცია შეცვალა და 3 მცველიანი ტაქტიკიდან 2 ცენტრალურ მცველზე გადაერთო, ლუკა ლოჩოშვილი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა, გუნდის კაპიტანი რობინ კნოხე კი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა.
მიროსლავ კლოზემ ბრაუნშვაიგთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ლუკა ლოჩოშვილი და ფაბიო გრუბერი უკეთესები არიან და სწორედ ამიტომ თამაშობენ ძირითად შემადგენლობაში.
ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რა შეუძლია რობინ კნოხეს - ის ჩვენი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამჟამად 2 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ და ორივე მათგანი (ლუკა ლოჩოშვილი და ფაბიო გრუბერი) მასზე უკეთესია. ბურთით და ბურთის გარეშე ისინი უკეთესები არიან. - მიროსლავ კლოზე.
„Die zwei sind einfach gut – mit und gegen den Ball. Da ist es schwer, vorbeizukommen.“
— CLUBFOKUS (@clubfokus) October 30, 2025
Zwar lobte Miroslav Klose auch Robin Knoche, an Fabio Gruber und Luka Lochosvhili scheint der Kapitän derzeit aber trotzdem nicht vorbeizukommen.#FCN pic.twitter.com/xYDaSVBFdI
ნიურნბერგისა და ბრაუნშვაიგის დაპირისპირება 1 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. ბუნდესლიგა 2-ის განვლილი 10 ტურის შემდეგ, ნიურნბერგი 9 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.