ლუკა ლოჩოშვილი იტალიას დატოვებს და გერმანულ გუნდში ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს დატოვებს და გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ნიურნბერგს შეუერთდება, ინფორმაციას Tv Dello Sport-ის სპორტული ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი აქვეყნებს. წყაროს ცნობით ქართველი ფეხბურთელის შეძენა გერმანულ გუნდს 1 მილიონ ევროდ შეეძლება.
ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს საკუთრებაა, რომელიც სერია A-ში აღზევდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გასული 2024/25 წლების სეზონის ნახევარი სალერნიტანაში იჯარით გაატარა, რომელიც იტალიის რანგით მე-3 დივიზიონში დაქვეითდა.
ქართველმა ფეხბურთელმა კრემონეზეს რიგებში 61 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, სალერნიტანაში კი მხოლოდ 20 შეხვედრა ჩაატარა.
Il Nürnberg è vicino ad acquistare Luka #Lochoshvili dalla Cremonese. Operazione da 1M
— Gianluigi Longari (@Glongari) July 10, 2025