ვარდი რომას წინააღმდეგ თამაშობდა, როდესაც მისი სახლი გაძარცვეს
იტალიაში, ჯეიმი ვარდის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა 23 ნოემბერს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც კრემონეზეს ინგლისელი ფორვარდი სერია A-ში რომას წინააღმდეგ თამაშობდა. იტალიური წყაროების ცნობით მძარცველებმა დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების საათები, სამკაულები და ნაღდი ფული წაიღეს.
ჯეიმი ვარდი იტალიაში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიონ ევროს უტოლდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მძარცველები სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ და როგორც დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს ეჭვმიტანილები ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ, მათ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რომ ძვირადღირებული ნივთები მოეპარათ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ძარცვის დროს სახლში ძიძა იმყოფებოდა, რომელიც უვნებელია.
Jamie and Rebekah Vardy's Italian villa is raided by thieves who make off with valuables worth £80,000 https://t.co/RpG6km3R17
— Daily Mail Sport (@MailSport) November 25, 2025
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ჯეიმი ვარდი კრემონეზეში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
უკანასკნელი მე-12 ტურის შეხვედრა, კრემონულმა გუნდმა რომასთან 1:3 დათმო. ისინი სერია A-ს ცხრილში ამ დროისთვის 14 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან (3 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი). ჯეიმი ვარდიმ კი 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.