ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელები რესტორანში დაპატიჟა, თავად კი არ მივიდა
ხუთშაბათს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე რესტორან „პრუნიეში“ პარიზული კლუბის ფეხბურთელებისთვის მაგიდა დაჯავშნა, თუმცა თავად რესტორანში არ მივიდა.
როგორც Le Parisien წერს, ესპანელ სპეციალისტს სურდა, მის მოთამაშეებს დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ და დაბადების დღე მის გარეშე აღენიშნათ:
ეს ვახშამი ლუის ენრიკეს ინიციატივით მოეწყო, რომელიც ამ პარასკევს 56 წლის ხდება. მან დაჯავშნა შესანიშნავი მაგიდა რესტორან პრუნიეში - ეს არის „ხიზილალის სახლი“, სადაც ზღვის პროდუქტებსა და უამრავ დახვეწილ კერძს ამზადებენ. პარიზის პრესტიჟულ უბანში მდებარე ეს გამორჩეული ადგილი ხაზს უსვამს ამ საღამოს მნიშვნელობას. ფეხბურთელებმა ეს დრო იმისთვის გამოიყენეს, რომ მიუნხენში გატარებული მაგიური ღამე კიდევ ერთხელ განეხილათ.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორი მატჩის ჯამში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.
It’s Luis Enrique’s birthday and he booked a dining at an upscale restaurant called Prunier to celebrate it and invited all the players but Enrique himself did NOT show up. He let the players celebrate his birthday WITHOUT him, and wanted them to enjoy themselves. @le_Parisien pic.twitter.com/MXnN7izHsO
— PSG Report (@PSG_Report) May 8, 2026