ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
2025 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და ორგანიზებული იყო France Football-ის მიერ, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელის, იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდოს მფლობელად ლუის ენრიკე დასახელდა.
ჯილდოს ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო გადასცემდა, თუმცა ენრიკე გალას ვერ ესწრებოდა, რადგან მისი გუნდი პარალელურად გადადებულ შეხვედრას ატარებდა. (მარსელის წინააღმდეგ, პსჟ-მ 0:1 წააგო).
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში რამდენიმე ცნობილი სახე იყო, მათ შორის ჰანსი ფლიკი (ბარსელონა), ანტონიო კონტე (ნაპოლი), ენცო მარესკა (ჩელსი) და არნე სლოტი (ლივერპული).
ენრიკემ ეს ჯილდო მას შემდეგ მოიპოვა, რაც პსჟ-მ 2025 წელს ისტორიული სეზონი ჩაატარა და ხუთი მთავარი ტიტული მოიგო: უეფას ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და უეფას სუპერთასი.
Notre entraîneur Luis Enrique, remporte le Trophée Cruyff 🧠👏#ballondor pic.twitter.com/WRAbBw01Jq
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 22, 2025