ლუის ენრიკე: ,,შეიძლებოდა, პირველ ტაიმში კიდევ უფრო მეტი გოლი გაგვეშვა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბაიერნთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,პირველ ტაიმში მეტოქეს ბევრი საჩუქარი გავუკეთეთ და შეიძლებოდა, უფრო მეტი გოლიც გაგვეშვა... მე-2 ნახევარში ყველაფერი სხვაგვარად იყო, რადგან მოედანზე მეტნი ვიყავით. უნდა შევეგუოთ, რომ დღეს ბაიერნმა გვაჯობა. ველოდები, როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ფორმას.
დასკვნები? მომავალზე ვერ ვისაუბრებ. ვიცით, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და შემდეგი მატჩები რთული იქნება.
დემბელეს ტრავმა? ვფიქრობ, ამას წინა ტრავმასთან საერთო არაფერი აქვს, ეს რაღაც ახალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვცდილობთ, რომ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.
ჰაკიმი? სამწუხაროდ, ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, მახსოვს მუსიალას ტრავმაც ზაფხულში... ჯერ არაფერი ვიცით, გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ, რა სიმძიმის ტრავმებთან გვაქვს საქმე.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს 9 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიონთან სტუმრად გამართავს.
Conference de presse de Luis Enrique en direct du Parc des Princes après Paris - Bayern https://t.co/dswldF5s4e
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 4, 2025