Belive

ლუის ენრიკე: ,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაშავდა''

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ნიუკასლთან გამართული მატჩი შეაფასა:

,,გრძნობების გადმოცემა რთულია. ჩვენთვის მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო, პენალტი მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში ნამდვილად არ გაგვიმართლა - ბოლო წუთებში დავჯარიმდით და გოლიც გავუშვით. ვფიქრობ, ამ შედეგზე შეგუება რთულია, რადგან გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვიცით, რომ წინ ძალიან გრძელი გზა გველის.

თუ ვინმემ იცის, რამდენად რთულია ლიგის ფაზიდან პლეი-ოფში გასვლა, ეს ჩვენ ვართ. იმედი მაქვს, რომ მომავალი მეტოქე ფრანგული გუნდი არ იქნება, რადგან მათთან თამაშით დავიღალეთ, უმჯობესია, ყარაბაღს შევხვდეთ და სხვა ქვეყანაც გამოვცადოთ. რამდენიმე მოთამაშე დაბრუნდა, მაგრამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (კვარაცხელია) დაშავდა, ხუთშაბათის ტესტს უნდა დაველოდოთ, ეს მისი კოჭია და სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროა, მაგრამ ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ.

ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულა ავიღეთ? უკეთესად დასრულება შეგვეძლო, მაგრამ აქ ვართ და ვნახოთ, ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჩემი გუნდის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, მაგრამ ჩვენს გრაფიკს უნდა გადავხედოთ. ჩემთვის ამ ყველაფერში დადებითი ის არის, რომ როცა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშობ, ყოველთვის მზადყოფნაში ხარ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი-ინში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები 21-ე პოზიციაზე გასული მონაკო ან მე-22 ადგილზე გასული ყარაბაღი იქნებიან.

უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ბარსელონას ან ჩელსის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები