ლუის ენრიკე: "გრაფიკი ევროპელებისთვის კარგია, მაგრამ გუნდები იტანჯებიან"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მარტივი გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, პარიზული გუნდი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, სათამაშო პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
მატჩზე აშკარად ტემპერატურამ იმოქმედა. გრაფიკი ევროპელი გულშემატკივრებისთვის შესანიშნავია, კარგია, რომ მათ ჩვენი ყურება შეუძლიათ, მაგრამ გუნდები იტანჯებიან.
ძალიან კარგი მატჩი იყო - სიცხის მიუხედავად. ჩვენთვის ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა, მაგრამ როდესაც ვარჯიშებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ბიჭების მოტივაცია მაღალია. ჩვენ კმაყოფილები ვართ მატჩით. რთული იყო, რადგან ამ სიცხეში თამაში ძნელია.
- განაცხადა ლუის ენრიკემ
პსჟ-სა და ატლეტიკოს შორის მატჩი, ლოს ანჯელესში 12 საათზე დაიწყო, რათა ევროპაში ჩემპიონთა ლიგის დროს დამთხვეოდა (21:00), თუმცა სათამაშო პირობები ოპტიმალურისგან შორს იყო. 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა და 60%-იანი ტენიანობა ფეხბურთელებს ჩვეულ ტემპში თამაშის საშუალებას არ აძლევდა.