Belive

ლუის ენრიკე: "გასაკვირი არაფერია, ყველამ იცის კვარას შესაძლებლობები"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ, თავის პარიზულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ პირველად შეასრულა დუბლი და პსჟ-ს ოსერთან მოაგებინა (3:1). ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და შეფასებებიც მაქსიმალური მიიღო (10/10).

ოსერი ძალიან კარგი გუნდია, ისინი კარგად იცავენ თავს და გოლიც გაიტანეს. ჩვენთვის რთული პირველი ტაიმი იყო, რადგან ვფიქრობ, რიტმში ვერ ჩავჯექით. თუმცა, ვფიქრობ, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და თამაში გავაუმჯობესეთ.

ყველამ კარგად იცის კვარას შესაძლებლობების შესახებ, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მას ადაპტაციისთვის ასეთი ცოტა დრო დასჭირდა. მეორე მხრივ ისიც ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას ინდივიდუალურად. - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ-მ ლიგა 1-ის მეცამეტე ტიტული სწორედ ოსერთან შეხვედრის შემდეგ ჩაიბარა. ხვიჩა კვარაცხელიამ, საფრანგეთის ჩემპიონატი, 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები