"ჩემი მიზანი რა თქმა უნდა ფეხბურთელების განცალკევება იყო" - ლუის ენრიკე
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩელსისთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, აღნიშნულ შემთხევაში ლუის ენრიკეც მონაწილეობდა.
შეხვედრის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
დიახ იყო მატჩის შემდეგ ხელის კვრა და დაპირისპირება, ეს ყველაფერი დაძაბულობის ფონზე მოხდა. ცხადია ეს ფაქტი თავიდან უნდა აგვეცილებინა. ჩემი მიზანი რა თქმა უნდა ფეხბურთელების განცალკევება იყო.
მე წაგებული არ ვარ, ფინალში წაგებული არ არსებობენ, წაგებული ის არის ვინც ნებდება და ფეხზე არ დგება.
ვფიქრობ, იმის მიხედვით რაც ჩელსიმ თამაშის მიმდინარეობისას აჩვენა გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა, მათ ძალიან კარგად ითამაშეს. მე წინასწარ ვამბობდი, რომ ჩელსი ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას და თასის აღმართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ და ვისიამოვნოთ ამ პროცესით, ვიცი ძალიან ხანმოკლე იქნება ეს არდადეგები, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ამ ტურნირის იდეა თავიდანვე ცხადი იყო, რომ გაგვეგო ვინ იყო მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. საინტერესო ფორმატია და ვფიქრობ უახლოეს მომავალში უმაღლესი დონის შეჯიბრად გადაიქცევა. უბრალოდ ერთი ფაქტორია, რომ მიმდინარე კალენდარში რთულია ისეთი დრო მონახო, რომ ტურნირი ჩაატარო, მაგრამ ვფიქრობ მაინც საინტერესოა. ჩვენ გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ ფინალში ჩვენზე უკეთესი გუნდი თამაშობდა. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენი
The match is over… but the tempers aren’t 👀
— DAZN Football (@DAZNFootball) July 13, 2025
Tensions were boiling after full-time.
GLOBAL HOME OF FOOTBALL | Live All Summer Long | https://t.co/i0K4eUtwwb | #FIFACWC #TakeItToTheWorld #CHEPSG pic.twitter.com/17yxSzsDF6