ლუის ენრიკე: ,,ძალიან კარგი ამბავია, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაგვიბრუნდა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლორიანთან შეხვედრის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ჩვენს ბუნებრივ პოზიციაზე (პირველ ადგილზე) დაბრუნება სასიამოვნოა, თუმცა ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ჩვენი პოზიციის გამო არ ვნერვიულობთ.
ლორიანთან რთული მატჩი გველის, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავს. პირველივე წუთიდან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
ძალიან კარგი ამბავია, რომ გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. იმედი მაქვს, რომ თითოეული მოთამაშე მალე ჩვეულ ფორმაში შევა, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.
პსჟ-ს ტაქტიკური მრავალფეროვნება? როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის უნარი აუცილებელია. ეს ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების დროსაც კარგად გამოჩნდა - ჩვენს ფეხბურთელებს სხვადასხვა როლის მორგება შეუძლიათ.
როცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ შეგიძლია გუნდს შენი პოზიციის მიუხედავად დაეხმარო. ვცდილობთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები კომფორტის ზონიდან გამოვიყვანოთ, ჩვენ ერთიანი გუნდის მაგალითი ვართ.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ლიგა 1-ის მე-10 ტურში, პარი სენ ჟერმენი ლორიანს ესტუმრება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.
9 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი 20 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ლორიანი კი 8 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.
🔴🔵 Luis Enrique: "Quand t’as la mentalité d’être un joueur important pour ton équipe, c’est tellement gratifiant de savoir que tu peux aider ton équipe quelque soit ta position. On essaye de tirer nos joueurs de leurs zones de confort. Nous sommes l’exemple de ce qu’est une… pic.twitter.com/Ee2tUBTRvY
— MEGA PSG 🇵🇸 (@MegaPSG_) October 28, 2025