'კვარაცხელიას გოლიც გასაუქმებელი იყო' - ლიონი მსაჯობით უკმაყოფილოა
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე პსჟ მიიღო და 2:3 დამარცხდა. მატჩში თავისი პირველი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც (ლიგა 1-ში). პსჟ-მ შეხვედრა ჟოაუ ნევეშის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო. შეხვედრაში იყო მომენტები, სადაც ლიონის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ (მსაჯის გადაწყვეტილებებით).
ვფიქრობ, სტადიონზე მოსული 59 000 ადამიანიდან მხოლოდ ოთხმა მსაჯმა ვერ დაინახა ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევები. გამეორების ყურებაც კი არ გვჭირდება ამის სათქმელად, თავად კი თავს იმაზეც არ იწუხებენ, რომ მომენტებს გადახედონ და სიტუაცია ისე შეაფასონ. - ლიონის მწვრთნელის ასისტენტი, ხორხე მასიელი
ლიონი გაბრაზებული იყო პსჟ-სთან მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის გამო, რომელიც მათ წინააღმდეგ გადაწყდა. 27-ე წუთზე, ილია ზაბარნის მიერ საჯარიმოში ხელით თამაში დაუსჯელი დარჩა. მალევე, ხვიჩა კვარაცხელიას გოლიც არ გააუქმეს, მიუხედავად ვიტინიას მიერ ტანერ ტესმანზე უკნიდან აღებული ჯარიმისა (ლიონის შეფასებით). 93-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ტალიაფიკო გააძევა, VAR-მა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რამაც ასევე აღშფოთება გამოიწვია.
L'Equipe-თან ინტერვიუში, ლიგა 1-ის მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დელერუმ, მატჩისთვის დანიშნული მსაჯები დაიცვა და ახსნა, რომ მათი ძირითადი გადაწყვეტილებებს არგუმენტები არ აკლია.
GOAL!
— The New Trafford (@NewTraffordMUFC) November 9, 2025
💥💥💥💥💥💥
Lyon 1-2 PSG (Khvicha Kvaratskhelia)#lyon #psg pic.twitter.com/YFdKVfBsDH