Belive

ლუის ენრიკე: ,,დროა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძოლოთ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,ეს შესანიშნავი გრძნობაა, ჩვენ ახალ, უნიკალურ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას. აქ ყოფნა ძალიან გვიხარია!

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში ფანტასტიკურია. პირველი მატჩის ჩატარებას მოუთმენლად ველით. კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოუდგენელია. ახლა დროა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძოლოთ!

ატლეტიკო? პირველი შეხვედრის ჩატარება ევროპული კლუბის წინააღმდეგ გვიწევს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. რთული მატჩი გველის, მაგრამ ნებისმიერ გუნდთან შესახვედრად მზად ვართ.'' - ლუის ენრიკე

პარი სენ ჟერმენი ტურნირის B ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. კვარას გუნდი პირველ მატჩს კვირას, 16 ივნისს, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები