ლუის ენრიკე: ,,დონარუმას მოგერიებები? მეკარის საქმე ესაა, არა?''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,მომატებული ემოციების ფონზე, მატჩის გაანალიზება რთულია. ვცდილობდით, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. პირველი გოლის გატანა შევძელით. რამდენიმე მომენტში გადავრჩით, რამდენიმეჯერ კი მეორე გოლის გატანის შანსი გვქონდა. საპასუხო შეხვედრა ძალიან რთული იქნება.
ამ საღამოს მისია შესრულებულია. პარიზში ჩვენი ერთადერთი მიზანი კვლავ მოგება იქნება. საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ბედნიერი ვარ, რადგან შეიძლება, მოიგო, წააგო ან მატჩი ფრედ დაასრულო, მაგრამ ამ გუნდის მენტალიტეტი და ამბიციები წარმოუდგენელია.
თამაშს რამდენიმე განსხვავებული ფაზა ჰქონდა. დასაწყისში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო და კარგი სტარტი გამოგვივიდა. გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შეიქმნა. არსენალი დომინირებდა, განსაკუთრებით სტანდარტულებისას. შეიძლება, შედეგი უარესი ან უკეთესი ყოფილიყო, დაველოდოთ საპასუხო შეხვედრას.
დონარუმას სეივები? მეკარის საქმე ესაა, არა? გუნდის გადარჩენა, ისინი ყოველდღიურად ამისთვის მუშაობენ. ნახევარფინალში საჭიროა, რომ ყველა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშოს.
დემბელე? უსმანს გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება. სერიოზული ტრავმა არ ჩანს, მაგრამ საპასუხო მატჩამდე დავაკვირდებით. - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.