ლუის ენრიკე: ,,ჩვენი მიზანი ნათელია და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია''
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ჩვენი გუნდის მენტალური სიძლიერე? ვფიქრობ, როდესაც უმაღლესი დონის სპორტზე ვსაუბრობთ, ეს ის მინიმალური სტანდარტია, რასაც უნდა აკმაყოფილებდე, თუმცა ამ დონის მიღწევა რთულია. ის, რაც პირველ მატჩებში ვაჩვენეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა - ეს ის თვისებაა, რაც ყოველთვის თან გვდევს. სეზონის სტარტზე ორი რთული გასვლითი მატჩი ჩავატარეთ, რაც იოლი არასდროსაა. პარკ დე პრენსზე დაბრუნებას სულითა და გულით ველით.
მატჩებისთვის ყოველთვის კარგად ვემზადებით, თუმცა, თუ პირველ ორ ტურს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს ფეხბურთია. ჩვენ ყოველთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას ვუყურებთ. 3 ქულის მოსაპოვებლად ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე გვჭირდება. მონაკო კარგი გუნდია, მწვრთნელით, რომელიც ძალიან მომწონს. მას არ ეშინია რისკზე წასვლის, რათა თავისი გუნდი უხერხულ მეტოქედ აქციოს და მიმზიდველი ფეხბურთი ათამაშოს.
სატრანსფერო ფანჯარა? ის უკვე დახურულია და ჩემი შეფასებით, გამორჩეულად წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა გვქონდა. პრეზიდენტმა და ლუის კამპუშმა ფანტასტიკური სამუშაო გასწიეს. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ მოპოვებულ ტიტულებში საკვანძო როლს ასრულებდნენ. თითოეულ მათგანს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენ შევიძინეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვსურდა. მათთან საუბრისას ამბიციები იგრძნობა. ასევე, პატივი უნდა ვცეთ სამართლიანი თამაშის წესებს - არ შეიძლება, მხოლოდ იყიდო, კარგად გაყიდვაც უნდა შეგეძლოს. ჩემთვის, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ ევროპაში როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც.
ჩვენი მიზნები ნათელია - ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ყველა პარიზელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ ეს შეგვიძლია, თუმცა იოლი არ იქნება.'' - ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში პარი სენ ჟერმენი მონაკოს უმასპინძლებს. მატჩ 23:05 საათზე დაიწყება.