Belive

ლორთქიფანიძის დებიუტი და გოგლიჩიძის 90 წუთი - ქართველების დაპირისპირება სერია A-ში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრა კრემონეზესა და უდინეზეს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში 62-ე წუთზე ჩაერთო კრემონეზეს ქართველი ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძე, რომლისთვისაც ეს შეხვედრა იტალიის ჩემპიონატში სადებიუტოა.

ლორთქიფანიძემ Sofascore-სგან 6.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 13-ჯერ შეეხო, 7-დან 5 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 4-დან 1 დუელი მოიგო.

6.3 ქულით შეაფასა დაჩის თამაში Flashscore-მა, 6.1-ით კი - Whoscored-მა.

უდინეზეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

საბამ Sofascre-სგან 7.5-ქულიანი შეფასება მიიღო, Flashscore-სგან 6.9-იანი, Whoscored-სგან კი - 6.6-იანი.

გოგლიჩიძე ბურთს 57-ჯერ შეეხო. ქართველმა მცველმა 42-დან 35 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 12-დან 8 დუელი მოიგო.

მომავალ ტურში კრემონეზე ატალანტას დაუპირისპირდება, უდინეზეს მეტოქე კი ლეჩე იქნება. მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები