Belive

ლივერპულში მეკარეების მთავარ მწვრთნელად ძველი კადრი დააბრუნეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულში პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელების ხელმძღვანელად ხავი ვალერო დაინიშნა. გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ლივერპულში რაფაელ ბენიტესის გუნდის წევრად მუშაობდა (2007 წლიდან).

ვალერო ბენიტესს გაჰყვა ინტერში, ჩელსიში, ნაპოლისა და რეალ მადრიდში. შემდეგ ის ჩინეთის სუპერლიგის გუნდ ჰებეი ჩაინა ფორჩუნში გადავიდა, სადაც თითქმის ორი წელი გაატარა, ბოლოს კი მანუელ პელეგრინისთან ერთად ვესტ ჰემ იუნაიტედში წავიდა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ვალერო ესპანეთის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მათ შორის მშობლიურ ქალაქ კასტელონში და მოკლე პერიოდი რექსჰემშიც გაატარა. ვალერო მეკარეების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო ტაფარელის შეცვლის - ტაფარელი ალისონის პირადი მწვრთნელია (2021-2025) ლივერპულში და ასევე ბრაზილიის ნაკრებშიც (2024-დან).

აღსანიშნავია ისიც, რომ არნე სლოტის ახალი ასისტენტი ჯოვანი ვან ბრონხორსტი იქნება.

სხვა სტატიები