ლივერპული VS ბარნსლი | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები
დღეს 23:45 საათზე, FA თასის 1/32-ფინალში ლივერპული ბარნსლის დაუპირისპირდება. მატჩამდე Sofascore-მა ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა, მერსისაიდული გუნდის თერთმეტეულში კი გიორგი მამარდაშვილიც ფიგურირებს.
სრულად ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი, ჯო გომესი, ენდი რობერტსონი, მილოშ კერკეზი, ჯერემი ფრიმპონგი, ტრეი ნიონი, ალექსის მაკ ალისტერი, ფედერიკო კიეზა, კურტის ჯონსი, რიო ნგუმოა, ფლორიან ვირცი
🔴 MATCHDAY 🔴
— Liverpool FC (@LFC) January 12, 2026
We take on Barnsley in the #EmiratesFACup third round 👊 pic.twitter.com/f5rYLW4OPm
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გასული წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ ქართველმა მეკარემ ყველა ტურნირის ეგიდით მერსისაიდული გუნდის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.