გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბარნსლისთან მატჩში
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალური ეტაპის შეხვედრაში ლივერპულმა ბარნსლის უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 6.5-ქულიანი შეფასება მიიღო.
მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 26-ჯერ შეეხო და 22-დან 19 (86%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6,8 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა, 6,3-ით კი - Whoscored-მა.
ლივერპული მომდევნო მატჩს შაბათს, 17 იანვარს, პრემიერლიგაში, ბარნლის წინააღმდეგ გამართავს.
არნე სლოტის გუნდი ასოციაციის თასის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც ბრაიტონს დაუპირისპირდება.
We’ll face Brighton at Anfield in the #EmiratesFACup fourth round 👊 pic.twitter.com/zOlXCS0DjI
— Liverpool FC (@LFC) January 12, 2026