Belive

ლისანდრო მარტინესი გუნდს დიდი დროით დააკლდება

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად, ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედს" ვეღარ დაეხმარება. დაუზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელი თავის გუნდს 3-4 თვით გამოაკლდა. 

აღსანიშნავია, რომ ტრავმა, რომლის გამოც ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, ლისანდროს აპრილის შემდეგ აწუხებს. ამ პერიოდის განმავლობაში მანჩესტერელი მცველი მოედანზე გამაყუჩებლით თამაშობდა. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის თუ ზუსტად რა დრო დასჭირდება მარტინესს მოედანზე დასაბრუნებლად. თუმცა, ერთი რამის თქმა ცხადად შეიძლება: ის მანჩესტერულ დერბს და "იუნაიტედის" ჩემპიონთალიგური მატჩების უმრავლესობას გამოტოვებს. 

 

სხვა სტატიები