Belive

ლიონმა უშუალო კონკურენტს მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 28-ე ტურში "ლიონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. პაულო ფონსეკას გუნდმა შინ "ლილი" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებისთვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე წუთზე ლილი დიაკიტეს გოლით დაწინაურდა. ლაკაზეტმა წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან, 38-ე წუთზე აღადგინა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ლიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე, სწორედ ლაკაზეტის ნაცვლლად შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი რაიან შერკიმ ქართველის შემოსვლიდან 1 წუთში გაიატანა. ძირითადში არც შერკის დაუწყია, ის მოედანზე მე-7 წუთზე, ნუამას ტრავმის გამო გამოჩნდა.

მიქაუტაძეს 100%-იანი პასების მაჩვენებელი ჰქონდა (9/9) და ერთ შემთხვევაში საკვანძო გადაცემაც შეასრულა, რა დროსაც ალმადას გატანა მართებდა, თუმცა მეკარემ აჯობა. გიორგის შეფასება (6.2-დან 6.5-დეა).

ლილთან გამარჯვებით ლიონი მე-4 ადგილამდე დაწინაურდა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ზონაა.

სხვა სტატიები