ლიონი მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლიონში" ფაბიო გროსოს დღეები დათვლილია. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, "ლიონის" მესვეურები გროსოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიერე საჟე გროსოს ჩაანაცვლებს და "ლიონის" დროებით მწვრთნელად დაინიშნება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, "ლიონი" კატასტროფულად ასპარეზობს. 13 ტურის შემდეგ, "ლიონს" მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.