ლინეკერი: ,,მარადონასა და მესის შემდეგ იამალია''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, კატალონიის ბარსელონას შემტევზე, ლამინე იამალზე ისაუბრა:
,,მარადონასა და მესის შემდეგ იამალია. მის ასაკში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ნამდვილად განსაკუთრებულია... შეუძლია, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ამისთვის იღბალიც სჭირდება. მისი თამაშის სტილი გამორჩეულია. იამალს ოქროს ბურთს მივცემდი.'' - გარი ლინეკერი
2024-2025 წლების სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
იმ შემთხვევაში თუ იამალი ოქროს ბურთს მოიპოვებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ეს ჯილდო მოუგია (ამ მომენტისთვის რეკორდი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის - 21 წელი და 96 დღე).
🌟🔵🔴 Gary Lineker: "Lamine Yamal és el pròxim, després de Maradona i Messi"
— Què T'hi Jugues (@QueThiJugues) July 21, 2025
🔝 "Rashford és un bon fitxatge, és un gran jugador"
Escolta la conversa amb @GaryLineker al #QTJ! 👇#FCBlive https://t.co/DlPnYvhj1S