Belive

ლევანტემ გრანადა დაამარცხა | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში "ქართული დერბი" შედგა. გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტემ" გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" 1:2 დაამარცხა. ორივე ქართველი ფეხბურთელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში იყო. ქოჩორამ მე-18 წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, 31-ე წუთზე პაბლო მარტინესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. "გრანადამ" მეორე ტაიმში ანგარიშის შემცირება სანჩესის გოლის წყალობით მოახერხა, მან გოლი 58-ე წუთზე გაიტანა.

გიორგი წიტაიშვილი მე-2 ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს, მან Sofascore-ს მიხედვით 6.5 შეფასება დაიმსახურა, ის ბურთს 20-ჯერ შეეხო 9 გადაცემა გააკეთა და 8 ზუსტი იყო (89%), 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 2-ში დარჩა.

გიორგი ქოჩორაშვილი 7.6-ით შეფასდა, მან კარში 2-ჯერ დაარტყა და 1 გოლი გაიტანა, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა. ბურთს 70-ჯერ შეეხო, 59 გადაცემა გააკეთა და 54 ზუსტი იყო (92%).

"ლევანტე" 21 ქულით მე-2 ადგილზეა (6 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი), მომდევნო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი ესპანეთის თასის ეგიდით "პონტევედრას" წინააღმდეგ 30 ოქტომბერს, 23:00 საათზე გამართავს.

"გრანადა" 19 ქულით მე-6 ადგილზეა (5 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი), მომდევნო შეხვედრას გიორგი წიტაიშვილის გუნდი ესპანეთის თასის ეგიდით "კორტესის" წინააღმდეგ 30 ოქტომბერს, 23:00 საათზე გამართავს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო გიორგი წიტაიშვილს 1 გოლი და 1 ასისტი.

სხვა სტატიები