სპორტინგმა ნასიონალი დაამარცხა | გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება
პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში სპორტინგმა სტუმრად ნასიონალს მოუგო (1:4). მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია, ქართველი თამაშში მაინც მალევე ჩაერთო. 32-ე წუთზე, სპორტინგის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჰიდემასა მორიტამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გიორგი ქოჩორაშვილი შემოვიდა. ამ დროისთვის ნასიონალი უკვე მესამე წუთზე გატანილი გოლით იგებდა.
გიორგის შემოსვლიდან ზუსტად ხუთ წუთში მასზე პაბლო რუანი დაჯარიმდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.
მეორე ტაიმში ჰეთ-თრიქი პედრო გონსალვეშმა შეასრულა, ერთი კი კონრად ჰარდერს გაატანინა, შესაბამისად, სპორტინგმა მეორე ტაიმში საქმე მარტივად მოაგვარა.
გიორგი ქოჩორაშვილს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი თამაშის წესი არ დაურღვევია. 40-დან 37 ზუსტი პასი გააკეთა (93%), 5 დუელი მოიგო და ერთხელ დაბლოკა კარისკენ მიმავალი ბურთი. ქართველის თამაში 7-დან 7.4 ქულამდე შეფასდა.
სპორტინგს 3-დან 3 გამარჯვება აქვს და ჩემპიონატის პირველ ადგილზეა.