Belive

ლევანდოვსკი: ,,რა თქმა უნდა, ლა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ლა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ეს დიდი და რთული გამოწვევაა. ვერ ვიტყვი, რომ მოგების შანსი არ გვაქვს, ასე არ არის, რადგან ლა ლიგაში პირველები ვართ.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ჯერ ,,მანჩესტერ იუნაიტედზე'' უნდა ვიფიქროთ. ყურადღება თითოეულ მატჩზე უნდა გავამახვილოთ. ყოველი მოგება ჩემპიონობამდე მიგვიყვანს,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონა” 37 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,რეალს” 2 ქულით უსწრებს.

ხავის გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' ხვდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები