Belive

L'Equipe-ს ვერსიით გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მა, ,,მეცის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.

მიქაუტაძემ ,,ნანტთან'' სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:0) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სიმბოლურ გუნდში, ჟორჟის გარდა, ,,მეცის'' კიდევ ორი ფეხბურთელი - კრისტოფ ერეი და მატიე იუდოლი მოხვდნენ.

ლიგა 1-ის 24 ტურის შემდეგ, ,,მეცს'' 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.

მიქაუტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 10 მარტს, ,კლერმონის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები