Belive

ლენარტ კარლი მიუნხენის ბაიერნის ახალი რეკორდსმენია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მიუნხენის ბაიერნი ბრიუგეს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ამარცხებს.

მატჩში პირველი გოლი 2008 წელს დაბადებულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ლენარტ კარლმა გაიტანა, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ - ლენარტ კარლმა (17 წლის და 242 დღის) ჯამალ მუსიალას რეკორდი დაამხო (17 წლის და 365 დღის) და იგი, ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

17 წლის გერმანელი ფეხბურთელი, მიუნხენის ბაიერნის აღზრდილია და გერმანიის 15, 16 და 17-წლამდელდა ნაკრებში უთამაშია.

სხვა სტატიები