Belive

არნე სლოტი: "ბევრ მომენტს ვქმნით, ეს კი გვაძლევს იმის რწმენას, რომ გოლებს გავიტანთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა - არნე სლოტმა, სანდერლენდთან 1:1 თამაშის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კლუბმა სანდერლენდის წინააღმდეგ ბევრად კარგი თამაშის ხარისხი აჩვენა, ვიდრე ეს წინა თამაშებში ხდებოდა.

მის ასეთ კომენტარს კი ლივერპულის გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.

"მართალია მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არ გაგვიმართლა, რადგან სანდერლენს საგოლე შანსები არ ჰქონია, თუმცა მაინც თავისთვის სასურველი შედეგი მიიღეს, ჩვენ კი კვლავ ვერ მოვიგეთ...

წინა თამაშებში თუ 2-3 საგოლე მომენტს ვქმნიდით, სანდერლენდთან 20 საგოლე შანსი გვქონდა. ამ მატჩში, ღია თამაშიდან ყველაზე მეტი შანსი ჩვენ შევქმენით. ეს კარგი სტატისტიკაა. ეს გაძლევს იმის რწმენას, რომ გოლებიც და წარმატებებიც მოვა..." - არნე სლოტი

შეგახსენებთ, რომ არნე სლოტს ერთ-ერთი ბოლო შანსი ჰქონდა მიცემული, რომ 2 მატჩი მოეგო, თუმცა მან 1 თამაში მოიგო, მეორე მატჩში კი ფრედ ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი თავკაცს კლუბიდან გაუშვებენ.

ლივერპული კი კატასტროფულ მდგომარეობაშია, კლუი პრემიერ ლიგაში მე-8 პოზიციას 22 ქულით იკავებს, მათ 7 გამარჯვება, 1 ფრე და 6 მარცხი აქვთ.

'მერსისაიდული' კლუბი შემდეგ მატჩს ლიდსის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები