Belive

ლეხის მწვრთნელი: "ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიური მდგრადობის აღდგენა მარტივი არ იქნება" 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
"ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე დავიმატეთ. კმაყოფილი ვარ ამ სტაფით და შემადგენლობით. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, არის დაშავებულთა დიდი რაოდენობა, თანაც საკვანძო პოზიციებზე. ფლანგზე იაკუბ კამინსკი გამოგვაკლდა და მას ვერაფერი ვუშველით. ტრავმის პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი რესურსი მათ მოსაგვარებლად. გუნდის მცირე რაოდენობით გაძლიერება ერთია, მაგრამ გუნდმა უნდა შეძლოს და ფსიქოლოგიური მდგრადობა აღიდგინოს, რაც ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მარტივი არ იქნება. როგორც მწვრთნელს, ცოტა რამის გაკეთება შემიძლია... შემიძლია მოთამაშეებს ერთი დღე მივცე, რათა ძალები აღიდგინონ, დაველაპარაკო და შეცდომები გავაანალიზოთ, თუმცა, ამაზე ფოკუსირების დრო არ გვაქვს, ის ძალიან ცოტაა და სწორედ ამიტომაც გადავდეთ ექსტრაკლასას მატჩი "ლეგნიცას" წინააღმდეგ. გვინდა, ბათუმის "დინამოსთან" მატჩზე გავამახვილოთ ყურადღება", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
“დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები