Belive

ლეხის მწვრთნელი: "განწყობა კარგია, თუმცა მოულოდნელობისთვის მზად ვართ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო ბათუმთან" საპასუხო შეხვედრის წინ, პოზნანის "ლეხის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის და ქვეყნის შიგნით გამართულ შეხვედრებში წარუმატებლობის გამო ბევრი კრიტიკოსი გამოგვიჩნდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, "დინამო ბათუმთან" გამარჯვება სწორ დროს კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარა. საქართველოში კარგი განწყობით ჩამოვედით, თუმცა მოულოდნელობისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ველოდოთ, რომ ბათუმელები თამაშის ხარისხს გამოასწორებენ და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ მასპინძლებმა ისე ითამაშონ, როგორც "სლოვანთან" შეხვედრაში. ბათუმით მოხიბლული ვარ. ძალიან ლამაზი ქალაქია და ზღვისპირას მშვენიერ სასტუმროში დავბინავდით, თუმცა აქ ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც გამარჯვებაა", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
"დინამო ბათუმისა" და პოზნანის "ლეხის" დაპირისპირება ბათუმში, 28 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი პოლონეთის ჩემპიონის გამარჯვებით - 5:0 დასრულდა.

სხვა სტატიები