Belive

ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ლაზარე კუპატაძე გუნდიდან გაუშვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო ბათუმმა" საქართველოს ნაკრების მეკარე, ლაზარე კუპატაძე გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია Live.ge- სანდო წყაროსთან გადაამოწმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ 26 წლის მეკარემ აჭარული კლუბი მართლაც დატოვა. როგორც ირკვევა, კუპატაძის გუნდიდან გაშვების მთავარი მიზეზი ევროტურნირებზე ჩატარებულ შეხვედრებში დაშვებული შეცდომებია. "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი მეკარე "დინამო ბათუმში" 2021 წლის იანვარში მივიდა და შავიზღვისპირელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 58 გოლი გაუშვა, 30-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. UPDATE:  ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა "დინამო ბათუმმა" ოფიციალურად დაადასტურა.

სხვა სტატიები